მამუკა ბახტაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით დადებითი ტენდენციები გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მონაცემები შეაფასა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირების მაჩვენებელს ეხებოდა.
მისივე თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი დასტურია იმისა, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მთავრობა ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.
„მინდა, შევეხო იმ სტატისტიკას, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს დადებითი ტენდენციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, 2018 წლის მე-2 კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც წინა წელთან შედარებით 9,5 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და შეადგინა თითქმის 180 მილიონი დოლარი. ეს რიცხვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ, თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ტურბულენტობას ზოგადად, რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს აქვთ მზარდი რწმენა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორების მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები