მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდებიან

“ცენტრ პოინტი” m2-ისთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.
“10 წლის განმავლობაში რთული იყო ამ პროცესის დაძვრა. ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-თან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი. ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს ასრულებს. ხელშეკრულება ფორმდება m2-ს, „ცენტრ-პოინტსა“ და დაზარალებულებს შორის. კომპანია m2 იღებს ვალდებულებას, ანუ ჩვენ არ გვეყოლება დაზარალებულები“, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქმეზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ.
ცნობისთვის, კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, „მაგნოლიას“ ეპიზოდზე სასამართლო სხდომა დღეს კვლავ ვერ ჩატარდა.სხდომის გადადება გუკა რჩეულიშვილმა ითხოვა, მიზეზი სწორედ კომპანია m2-თან გასაფორმებელი ხელშეკრულებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები