თამარ ჩუგოშვილი: მეგონა, რომ ძველ ვიდეოზე იყო საუბარი, არ მინდა ჩემი განცხადებით საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა “იბერიასთან” და “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გაკეთებული განცხადება განმარტა. როგორც მან ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, ის სხვა აუდიოჩანაწერზე საუბრობდა და მისი შეცდომაა.
“მეგონა, რომ ძველ ვიდეოზე იყო საუბარი, ეს ჩემი პირადი შეცდომაა. ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, თუმცა არ მინდა ჩემი განცხადებით საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები