რა კომენტარს აკეთებს აკაკი ზოიძე ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყების შესაძლებლობაზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ზოიძე აცხადებს, საუბარია იმ ნივთიერებების ექსპორტზე, რომელიც კანაფისგან მიიღება და რომელიც მედიკამენტების და კოსმეტიკური საშუალებების საწარმოებლად გამოიყენება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში, გუშინდელ სხდომაზე, სწორედ ამ მიმართულებით იყო დისკუსია.
„იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე საუბარი, დისკუსია პრინციპზე, რომ საექსპორტოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ საექსპორტოდ, სამედიცინო მიზნით და ფარმაცევტული მიზნით წარმოებისათვის. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ძირითადად იმის გამო, რომ სტიგმატიზებულია ეს თემა, სტერეოტიპების ტყვეობაში ვიმყოფებით, მე თუ მკითხავთ. ნედლზე არ არის, პროდუქტებზეა საუბარი, რაც თავისთავად გამორიცხავს ნედლი სახით ექსპორტს. პროდუქცია უნდა მოხდეს საექსპორტოდ. ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაც იგივეა, მთავრობის პოზიციაც იგივეა ამ კუთხით,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები