ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი.
სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები