დეფაქტო აფხაზეთში, ბანკში ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ (ვიდეო)

დეფაქტო აფხაზეთში, სოხუმში შეიარაღებული პირები «Сбербанк Абхазии» -ის შენობაში შეიჭრნენ. წინასწარი ინფორმაციით, ქურდებმა დაახლოებით 200 ათასი რუბლი წაიღეს.
“სბერბანკზე” თავდასხმა ორშაბათს 10 სექტემბერს 12:50 ზე მოხდა. სამი შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკის განყოფილებაში შეიჭრა, რომელიც სოხუმში წითელ ხიდთან ახლოს მდებარეობს.
ბანკის წარმომადგენელი, რობერტ აგრბა შეიარაღებული ძარცვის ფაქტს ადასტურებს.
“დიახ, ვადასტურებ, მძარცველებმა დაახლოებით 200 ათასი რუბლი წაიღეს. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ”,- განაცხადა რობერტ აგრბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები