დეფაქტო აფხაზეთში 12 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

დეფაქტო აფხაზეთში 12 სექტემბერი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, გენადი გაგულიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ, დეფაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტის პრესსამსახური” იტყობინება.
გამოსამშვიდობებელი ცერემონია ოფიციალურად 12 სექტემბერს 11:00 საათსა და 14:00 საათზე ქალაქ გუდაუთას კულტურის სახლში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ფსოუსა და სოხუმის გზაზე, გუდაუთას რაიონში 8 სექტემბერს მოხდა.
დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო კორტეჟი სოჭის აეროპორტიდან მოდიოდა, სადაც ოფიციალური დელეგაცია სირიიდან ჩამოფრინდა. გენადი გაგულია გარდაიცვალა, მის მძღოლსა და დაცვას საავადმყოფოში მკურნალობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები