„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და მომდევნო სასესიო კვირაში, პლენარული სხდომების ფორმატში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. უმრავლესობასთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.