სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას სომხეთის მოქალაქე ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, სომხეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებული დედა-შვილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები