ვაზიანში დაშავებული სამხედროები გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ვაზიანში დაშავებული სამხედროები ინგოროყვას კლინიკიდან გორში სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე სამხედრო მოსამსახურე ადეკვატურია. მათ დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, ორივე პაციენტს თავის არეში ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. ეს ჭრილობები მათ თბილისში გაუკერეს, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს.
ვაზიანში დღეს მომხდარ ავარიას, რა დროსაც მიწაყრილზე მანქანა გადაბრუნდა, ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორმა სამხედრომ კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები