თამარ გუდავა: ცესკომ დროულად გამოავლინა პროვოკაციის მცდელობა ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში

“საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადებით „საქართველომ ბოლო წლებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღნიშნული კი, თამარ გუდავას შეფასებით, თავის მხრივ აუცილებელია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის.
„არავინ დაობს იმაზე, რომ საარჩევნო სისტემაში ბევრი რამ ისევ დასახვეწია, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებით, საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად უკეთესია, რაშიც მათი უდიდესი წვლილიცაა. ისინი მუდმივად აკვირდებიან და მონიტორინგის რეჟიმში არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის მუდმივი პროგრესისთვის,“ – აღნიშნა გუდავამ.
მისი განმარტებით, გარდა ცენტრალიზებულად, მთლიან საარჩევნო სისტემის მონიტორინგისა, აუცილებელია ლოკალურად საარჩევნო უბნებზე მუშაობა და მაქსიმუმის გაკეთება:
“რათა თავიდან აცილებულ იქნეს სხვადასხვა სახის ხელის შეშლის და პროვოკაციის მცდელობები, რაც ხელს უშლის არჩვენების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს. მსგავსი ხელის შეშლის და საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევი კონკურსის ჩაშლის მცდელობა დროულად გამოვლინდა ცესკოს მიერ ლანჩხუთის ოლქში, როცა უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე კონკურსანტებს „კურატორის“ სახელით და მათ აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. როცა დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და კონკურსანტებსაც ის მიეწოდებათ ღიად და კანონით დადგენილი წესით, ამის პარალელურად, მსგავსი „კურატორების“ ზარების აუცილებლობა რომ აღარაა დღის წესრიგში ეს გამორჩათ კონკურსის ჩაშლის მსურველებს.“ – აღნიშნა თამარ გუდავამ.
გუდავას განცხადებით, ამ და სხვა მსგავსი ფაქტების დროულად გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად, აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, ექსპერტების და მედიის მაქსიმალური ჩართულობა:
“რათა აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და რაც შედეგად მოგვცემს არჩევნების და მისი შედეგების მიმართ ნდობის მაღალ კოეფიცინტს”,-ამბობს თამარ გუდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები