ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირას დაიწყება

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს – ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ამ შემთხვევაში მარიხუანას და ამ კუთხით არის დღეს ვაკუუმი, რომელიც საჭიროებს შევსებას. ამაზე სასწრაფოდ არის საჭირო კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის განხილვაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში იქნება უზრუნველყოფილი.
„ასევე, რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც სხვა ტიპის ნარკოტიკებს და შესაბამის საკითხებს ეხება, ამაზე მუშაობა გაგრძელდება.
შეიძლება, ერთიან პაკეტშიც განვიხილოთ ორივე ეს საკითხი”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები