ირაკლი კობახიძე: მედიის თავისუფლების გარანტი არის ჩვენი ხელისუფლება და ეს პრინციპი ზედმიწევნით იქნება დაცული

„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას სჭირდება თავისუფლება და ერთის და მეორის გარანტი საქართველოში არის ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება” და შესაბამისად, ამ პრინციპის საფუძველზე ვიმოქმედებთ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იბერიას” განცხადებას.
„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვმუშაობდით ამ პრინციპით. მედია თავისუფალი გახდა საქართველოში სწორედ 2012 წლიდან და ეს პრინციპი აუცილებლად იქნება ზედმიწევნით დაცული”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები