დავით სერგეენკო: მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის

სამმხრივმა კომისიამ, რომელმაც 2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულის შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძველზე, უცხოელი ექსპერტების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, დღეს გამართულ სხდომაზე დაადგინა, რომ მინდელის შახტში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის და ექსპერტიზას ჩაატარებს. აღნიშნულის მიზანია, გაირკვეს შახტებში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობა და ობიექტების უსაფრთხოება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, კომპანიასთან კონტრაქტი დღესვე, დაჩქარებული წესით გაფორმდება, ვინაიდან უცხოელმა ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დროულად დაიწყონ.
სხდომას, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე და სხვა წევრები ესწრებიან.
ცნობისათვის, ტყიბულის შახტებში უბედური შემთხვევების შედეგად, 2017-2018 წლებში, 15 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები