მამუკა ბახტაძე: საგამოძიებო კომისიამ უნდა განახორციელოს ის ფუნქცია, რა მიზნისთვისაც შეიქმნა

„მთავარია, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ უნდა განახორციელოს ის ფუნქცია, რა მიზნისთვისაც შეიქმნა და რა ფუნქციაც აქვს მას კანონმდებლობის ჩარჩოებში.
„საგამოძიებო კომისიის მთავარი ფუნქცია გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემაა და არა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შეფასება და, მითუმეტეს, პოლიტიკური შეფასება. როდესაც კეთდება პოლიტიკური შეფასება, ეს, რა თქმა უნდა, ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები