“ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში ძალიან პოზიტიურია.
მისივე თქმით, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მიღწევები და ის რეფორმები, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ხვდება გულზე ოპოზიციას. უკვე ვნახეთ მცდელობა სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოების აზრის მანიპულირების, დღეს კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დააზიანონ ეს პროცესი და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დადებითი შეფასებების მიღება, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ადრეც არაერთხელ უცდიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება”,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები