ანრი ოხანაშვილი: კომისიამ მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ არსებობდა კონკრეტული ეჭვები და ეს დღეისთვის გაქარწყლებულია

“უნდა ითქვას ის, რომ კომისიამ მუშაობის შედეგად დაადგინა რომ არსებობდა კონკრეტული ძირითადი ეჭვები, ეს ეჭვები ამ ეტაპზე, დღეისთვის არის გაქარწყლებული”,-ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ მუშაობის შედეგად დაადგინა რომ როდესაც კომისიის შექმნის მომენატში არსებობდა კონკრეტული ძირითადი ეჭვები, ეს ეჭვები ამ ეტაპზე, დღეისთვის არის გაქარწყლებული.
„სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არის 10 პირი. მათ შორის არიან მირზა სუბელიანი და მისი ნათესავები. შესაბამისად, უნდა ითქვას ის, რომ კომისიამ მუშაობის შედეგად დაადგინა რომ როდესაც კომისიის შექმნის მომენატში არსებობდა კონკრეტული ძირითადი ეჭვები, ეს ეჭვები ამ ეტაპზე, დღეისთვის არის გაქარწყლებული. ეს ასევე დასტურდება თქვენი დოკუმენტითაც, ვინაიდან ამ ეჭვებსა და საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის თქვენს დოკუმენტში. კერძოდ, აქ არის საუბარი შემთხვევის ადგილზე არსებული დანგრეული ფარდული პირველი საკითხი, რაც მუსირებდა საზოგადოებაში. მეორე ეს გახლდათ ე.წ „გაღუნული დანის“ საკითხი; მესამე, მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობის საკითხი. რომელიც თურმე იყო ხელშეუხებელი, ვინაიდან ფლობდა, დიდი ალბათობით რაღაც კადრებს და ამით აშანტაჟებდა თურმე სახელმწიფო ხელისუფლებას. პირველი, შემთხვევის ადგილის ფარდულის დანგრევა დადასტურდა რომ ეს მოხდა ადგილზე მცხოვრები პირების მხრიდან და იქ არ ყოფილა ჩარევა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. თუკი რამე ეჭვები გაჩნდებოდა კომისიის წინაშე რომ რაიმე საჭიროება ხომ არ არის იმისა, რომ აღდგეს ფარდული, ჩვენ ამის სრული კომპეტენცია და შესაძლებლობა გვქოდა დაგყვეყენებინა ეს საკითხი, თუმცა ჩვენ არ ჩაგვითვლია მიზანშეწონილად რომ ფარდულის აღდგენა იყო საჭირო, ვინაიდან ყველა ის საგამოძიებო მოქმედება იყო ჩატარებული და ყველა ის მტკიცებულება იყო დამაგრებული საქმეში, რომელიც საჭირო იყო ამოღებულიყო კონკრეტული შემთხვევის ადგილიდან. ამიტომ ეს საკითხი არის მოხსნილი – ე.წ ფარდულის დანგრევის საკითხი. მეორე, გაღუნული დანა, რომელიც აღმოჩნდა რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც სტანდარტულად ტარდება ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც წამოღებულია კონკრეტული ცივი იარაღი, ამ შემთხვევაში დანა, – გაღუნული კი არ აღმოჩნდა, არამედ დაფიქსირდა მიკროსკოპული დეფორმაცია, რომლესაც ნებისმიერი საგანი განიცდის საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად. ამიტომ ეს მეორე საკითხიც ამოწურულია. ამიტომ ის რომ დანა არ არის და არ იყო ვარგისი შემდგომი კვლევისთვის – ეს საკიტხი მოხსნილია. ეს დანა ვარგისი იყო შემდგომი კვლევისთვის და ეს დაგვიდასტურეს ექსპერტებმა“,-აღნიშნა ოხანაშვილმა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მესამე საკითხი, რომელსაც მარტივად გაეცა პასუხი- მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობა დაიმსხვრა, მაშინ როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები შეიკრიბა და ეს ადამიანი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„რაც შეეხება ჩაუტარებელ ან დაგვიანებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა თავს, ჩვენ, კომისიამ, დავადგინეთ ის, რომ ფიქსირდება გამოძიების პროცესში ხარვეზები, ფიქსირდება ის, რომ ან არ ჩატარდა ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება, ან ჩატარდა დაგვიანებით. ამ ყოველივემ გავლენა მოახდინა მტკიცებულებათა ხარისხზე. შესაბამისად, აქ წარმოდგენილია კონკრეტული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა ან ჩატარდა დაგვიანებით. ეს შეეხება კონკრეტული პირების გამოკითხვას, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ტანსაცმლის ამოღებას, შემდგომში ბინის ჩხრეკას და ასე შემდეგ. ეს საკითხები. ეს მოქმედებები დასახელებულია. ჩვენ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზებს, რომ არ ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, ან ჩატარდა მოგვიანებით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დგინდება ის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენა რომელიმე სახელმწიფო უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივით არ განხორციელებულა. ჩვენ განვიხილეთ საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარება, ან მოგვიანებით ჩატარება იმ კონტექსტში, რომ ხომ არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამოხელეო დანაშაულს. ხომ არ შეიძლება იკვეთებოდეს სამოხელეო დანაშაული. აქ ჩვენ გვჭირდებოდა იურიდიული ლოგიკა, იურიდიული აზროვნების მოშველიება, როდესაც საუბარია სამოხელეო დანაშაულზე და მსგავსი ტიპის დანაშაულებზე. სისხლის სამართლის დოგმატიკა ითხოვს ორ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ პრინციპს. ეს გახლავთ განზრახვის დადგენა კონკრეტული ქმედების განხორციელების დროს, რასაც სისხლის სამართალში უწოდებენ კოინციდენტურობის პრინციპს, ანუ თანადროულობას შემთხვევის განხორციელების დროს პირის სუბიექტური დამოკიდებულებისა, და მეორე, პირის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედების ან უმოქმედობის გამო, კონკრეტული მიზეზობრივი კავშირის დადგენას შედეგთან ან მოსალოდნელ შედეგთან. ეს ორი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპი კომისიამ ვერ დაადგინა, აღნიშნული ვერ დადგინდა თქვენ მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური პასუხისმგებლობით ამ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით ვერ მოვითხოვთ კონკრეტულ პირთა მიმართ გამოძიების დაწყების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენი ასეთი რეკომენდაცია იქნება პოლიტიკური მოტივით ორიენტირებული, რაც იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული. ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დადგინდა კომისიის მიერ გამოკვლევის დროს, შესაბამისად, ფიქსირდება ის, რომ საგამოძიებო სისტემა საჭიროებს რეფომირებას, და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მიიჩნევს, რომ უნდა შემუშვდეს საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლითაც შესაძლებელი გახდება გამოძიებაზე პაუსხისმგებელი სუბიექტების განსაზღვრა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა, გამოძიების ხარისხის და გამომძიებელთა პასუხისმგებლობის გაზრდა“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები