გია ვოლსკი თბილისში მიმდინარე მედიაფორუმზე: არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ

„რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში მიმდინარე მედიაფორუმთან – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მსგავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების რესურსი არ აქვთ.
„რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან, არის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისში მედიაფორუმი, სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მიმდინარეობს. ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება, მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. იმ სასტუმროსთან, სადაც კრემლის დაფინანსებით, რუსული მედიაფორუმი უნდა ჩატარდეს, ამ წუთებში ხმაურია. სასტუმროს შენობასთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია” წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები