“2 დღეა, დაკავებული ვარ იმით, რომ სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო როგორმე კომისიის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გავიდეთ ამ სივრციდან”

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ხორავას ქუჩის საქმის განხილვისას, პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ შექმნილი დოკუმენტი სამართლებრივად გააკრიტიკა.
„მე, ბოლო 2 დღეა, დაკავებული ვარ იმით, რომ სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო როგორმე კომისიის ის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გავიდეთ ამ სივრციდან. ამიტომ ახლაც პოლიტიკური შეფასებებისგან შორს ვიქნები, მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მინდა რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა დავსვა.
როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ვამბობთ, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები, საჭიროა ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დაცვა სისხლის სამართალში – ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი. სხვაგვარად, საერთოდ ავირ-დავირევით. ასეთი კოლექტიური პასუხისმგებლობა სისხლის სამართალში არ არის. ამიტომ, თუ ვსაუბრობთ, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, პირის ბრალეულობა უნდა გამოიკვეთოს, აქ აუცილებელია რამდენიმე ელემენტი. გვითხრათ, რით ადგენთ, რომ მაგალითად, რომელიღაცა გამომძიებლის ან რომელიმე პროკურორის (შეიძლება რაღაცაში გავიზიაროთ, რაღაცაში არა) პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როდესაც ამბობთ, რომ ადგილი ჰქონდა, გამომძიებლის და პროკურორის საქმიანობაში ჩარევას (ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში), რაში გამოიხატა, ვინ ჩაერია კონკრეტულად და რომელი გამომძიებლის ან რომელი პროკურორის საქმიანობაში უკანონოდ?! – ეს ვერ გავიგე, არსად ჩანდა ამ დასაბუთებაში. ამის დაზუსტება არის მნიშვნელოვანი, რომ საერთოდ გავიგოთ, რამდენად რელევანტურია შემდეგ ეს შეფასება“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები