თბილისში დაგეგმილ ფორუმზე დასასწრებად, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის 3 მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს

თბილისში დაგეგმილ ფორუმზე დასასწრებად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერაა დაფინანსებული, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ღონისძიების მონაწილეების ნაწილს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
შეგახსენებთ, რომ 5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები