მამუკა ბახტაძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” განათლების სისტემაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს გავხსენით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა”, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში. სკოლის დაარსების იდეის ავტორი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანია, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა” საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ მიერ დაანონსებული განათლების რეფორმის შედეგად, საქართველოში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება ევროპული სტანდარტის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები