თამარ ხულორდავა ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე შეეხო დასაქმების და განათლების სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხებს.
„საქართველო გრძნობს და მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია, მისი ხელისუფლება და პოლიტიკური წრეები იჩენენ საქართველოს მიმართ. გვაქვს საპარლამენტო თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების საკმაოდ მაღალი დონე და გვინდა, ეს ინტენსიური ურთიერთობები შევინარჩუნოთ “, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის” დაფუძნების მნიშვნელობას, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერს გაიხსნება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები