არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვგმობთ იმ სიცრუეს, რომელიც კომისიის წევრებმა გაავრცელეს, თითქოს ჩვენ 2 დღის განმავლობაში ბოიკოტს ვუცხადებდით კომისიის საქმიანობას

„ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ სრულიად არაკოლეგიალური დამოკიდებულება კომისიის თავმჯდომარის და ოპოზიციის წევრების მხრიდან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მათ პირდაპირ სიცრუე უთხრეს საზოგადოებას და „რუსთავი 2“-თან ერთად, ისე გააშუქეს მოვლენები, თითქოს ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებდით კომისიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც შეგიძლიათ ამოიღოთ ოქმი, რომელიც წინა სხდომაზე აღწერს, რომ ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ორი დღე მაინც გვჭირდებოდა დოკუმენტზე სამუშაოდ, რომელიც მათ ბოლო მომენტში გადმოაგზავნეს და ჯერ კიდევ ცვლიან – სამი, ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს და ჯერ კიდევ არ აქვთ საბოლოო ვერსია გამოგზავნილი. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ იმ უპატივცემულო დამოკიდებულებას და ჩვენ წინასწარ ვუთხარით მათ, რომ სხდომებში ორშაბათს და სამშაბათს მივიღებდით მონაწილეობას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კომისიის თავმჯდომარემ ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები