კახა კალაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კალაძემ წერილიც გაავრცელა, სადაც თურქეთის მთავრობას და სომას მაღაროში დაღუპული ოჯახის წევრებს მომხდარი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.
„უდიდესი მწუხარება დაატყდა თავს ჩვენს მეზობელ თურქეთს. ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა ქალაქ სომას მაღროში. ავარიის შედეგად დაიღუპა ორ ასეულ მაღაროელზე მეტი… ცნობილია სამაშველო სამსახური ახლაც მუშაობს და იმედს ვიტოვებთ, მსხვერპლის რაოდენობა არ გაიზრდება. მინდა გამოვხატო მთელი საქართველოს სახელით ღრმა მწუხარება და სამძიმარი. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ახლობლებისთვის… ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.