ანრი ოხანაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილ ვადებში დაასრულებს მუშაობას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილ ვადებში დაასრულებს მუშაობას. მისი თქმით, 3 და 4 სექტემბერს, კომისიის სხდომებზე მსჯელობა გაიმართება და შემდგომ, პროექტი პარლამენტს გაეგზავნება.

„დროებითი საგამოძიებო კომისია დადგენილ ვადებში დაასრულებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ “ევროპულმა საქართველომ” ჯერ კიდევ დაუსრულებელი დასკვნის პროექტი 29 აგვისტოს გადმოგვცა და ახლაც ცვლილებები შეაქვს მასში. ჩვენ წარვადგენთ დასაბუთებულ მოსაზრებებს აღნიშნულ პროექტზე დათქმულ ვადებში. 3 და 4 სექტემბერს, კომისიის სხდომებზე გვექნება მსჯელობა და შემდგომ, პროექტი პარლამენტს გაეგზავნება. დასკვნის პროექტის სამუშაო ვერსიას გავეცანით, ის კრიტიკულია, თუმცა ხმამაღალი განცხადებები და დაპირებები, რომლებიც წინასწარ კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან, კომისიის მუშაობის შედეგებით არ დასტურდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები