გია აბაშიძე: ხომ არ დადგა “ნაცმოძრაობამ” თვითონ ეს სპექტაკლი თავისი ჩაწერებით და შემდგომი აჟიოტაჟით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცესკოს „ჩანაწერების სკანდალზე“ საუბრობს და მომხდარში თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს:
როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია „ჩანაწერების სკანდალის“ ბრალდებები?
– თუ არ ვცდები, ცესკომ უკვე გამოითხოვა გიორგი ვაშაძისაგან ეს მიმოწერა. საინტერესოა რა და როგორ წერია იმ „ინსტრუქციებში“? პირადად მე, ეჭვი გამიჩნდა ამ ლამაზად დამონტაჟებულ თუ დადგმულ აუდიო-ჩანაწერებზეც. იქ ფიგურირებს კრწანისის საოლქო კომისიის აწ უკვე ყოფილი წევრი ფეტვიაშვილი – მას ვადაზე ადრე შეუწყვიტა ცესკომ უფლებამოსილება. ისე საინტერესოა, ცესკოში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ხმა მისცა თუ წინააღმდეგი იყო დავით ფეტვიაშვილის წასვლის? საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ ხმა არ მისცა კრწანისის თავმჯდომარის დავით ფეტვიაშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ პიროვნების შენარჩუნებით იყო დაინტერესებული, რომელიც თვითონ ჩაწერეს და აპიარეს ამდენი ხანი. აქედან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური კითხვა – ხომ არ დადგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითონ ეს სპექტაკლი თავისი ჩაწერებით და შემდგომი აჟიოტაჟით? ხომ არ იყო ამ საინფორმაციო შტურმის სამიზნე ცესკო და კონკრეტულად ცესკოს თავმჯდომარე?
და რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რატომ უყურებთ ამ ფაქტებს ასე სკეპტიკურად?
– მოდით ასე პუნქტობრივად ჩამოვაყალიბებ იმ მთავარ მიზეზებს, თუ რატომაც გამიჩნდა ეჭვები.
1) გავიხსენებ წინა მმართველობის მსგავს აუდიო-ვიდეო ე.წ. კომპრომატებს.
2) გიორგი ვაშაძის უახლესი პოლიტიკური წარსული – თბილისის მერობაზე ბრძოლისას მისი წინასაარჩევნო კამპანიის სახალისო მომენტები სოცქსელში. საზოგადოებას ეხსომება მისი ფეისბუქ-ლაივები, სადაც არაერთხელ გაპარულა საკუთარი თავისადმი დასმული შეკითხვები და ქომაგობა. თუ არ ვცდები 2% ვერ აიღო დედაქალაქის მერობისთვის რბოლისას.
3) ანალიტიკოსებსა და მედიას გვახსოვს მისი ჰიპერბოლური ბრალდებები, შემდგომში დადასტურებულად მცდარი, რომ საქართველოს სოფლებში შეჩერებულია გაზიფიცირება, რომ ქუთაისი ნომერ პირველი ქალაქია უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველოში, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ორი ანალიზის გარდა არაფერს ფარავს და ასე შემდეგ. მეოთხე და არანაკლებ საინტერესო – კამპანიამდე, „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ასე ვთქვათ, თავდაუსხმელობის ფაქტი დადეს ევროპის სახალხო პარტიის შუამდგომლობით, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ მალევე დაარღვია, დაადანაშაულა რა „ევროპული საქართველო“ შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებში, მას ვციტირებ: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კლოუნადაში მონაწილეობისათვის. ჩემ მათდამი სკეპტიციზმს კიდევ მრავალი მიზეზი აქვს…
წყარო : “პირველი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები