რატი იონათამიშვილი: უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების პროცესში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში შეტანილი ცვლილება არსებული ხარვეზების მოწესრიგებას ისახავს მიზნად.
“საქართველოს პარლამენტში, ერთი თვის წინ, განსახილველად შემოვიდა, ჩვენი კოლეგების, ილია წულაიას და გოჩა ენუქიძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში მნიშვნელოვანი ცვილებებისა და არსებული ხარვეზების მოწესრიგებას ისახავს.
არსებული რეალობა, რაც ჯერ კიდევ მოქმედებს დღეს, შეიცავს უამრავ ხარვეზებს, როგორც რეგულაციების, ასევვე, იურიდიული ტექნიკის მხრივ. კერძოდ, 35 ათასი აშშ დოლარის ინივესტიცია, ან უძრავი ქონების ამ ფასად შეძენა, საკმარისია ბინადრობის უფლების მისაღბად, ხოლო შეძენილი ქონების სხვისთვის გადაცემა, უცხო ქვეყნის იმ მოქალქეებსაც აძლევს იგივეს უფლებას, რომელსაც ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწოლეობა არ მიუღიათ. ეს „სტანდარტი“ ვერ უძლებს კრიტიკას და თანამედროვვე გამოწვევების წინაშე არაპროპორციული და არაადეკვატურია. მინიმალური სტანდარტის 100 ათას დოლარამდე გაზრდა კი გამორიცხავს ბინადრობის უფლების არაკეთილსინდისიერი მიზნით დაუფლების სურვილს.
მივესალმები, რომ აღნიშნულ საკითხს დღეს, თბილისის მთავრობის ხდომაზე, გამოეხმაურა ჩვენი დედაქალის მერი და პოლიტიკური ლიდერი – კახა კალაძე და შესაბამისი მხარდამჭერი განცხადება და განმარტებები გააკეთა.
ჩვენი მიზანია, რომ ყველა უცხოელმა, ვისაც აქვს სურვილი საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღოს, თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. ამის გარანტიები კი ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შევქმნათ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები