დიმიტრი ცქიტიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას, დიდი პოტენციალი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში დადებითად აფასებს. როგორც მან განაცხადა, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას, დიდი პოტენციალი აქვს.
“ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე ათწლეულია ძალიან სამაგალითოა. საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა პრაქტიკულად განაპირობებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი დასავლეთის ქვეყნების განსაკუთრებულ ეკონომიკურ ინტერესს და პრაქტიკულად გამოიხატა კიდევაც საერთაშორისო რეგიონალურ პროექტებში, რომლებიც განხორციელდა. დღესაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ეს იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოება, თუ სხვა ეკონომიკური მიმართულება, ასევე ტურიზმის მიმართულება და ვაჭრობა. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ახალი ტალღაც დაიწყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნას ამ ვიზიტის შედეგად”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.