სოფელ ცედანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰა ტყის ფართობი დაიწვა (ფოტოკოლაჟი)

ხაშურში, სოფელ ცედანში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰა ტყის ფართობი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის ტყის ხანძარს ებრძვის 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა.
ცეცხლი ფოთლოვან ტყის საფარს, გუშინ საღამოდან უკიდია.
შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ჩავიდა.
გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები