ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ ჰეიდაროვს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამაშველო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები დაიგეგმა. ალექსანდრე ჭიკაიძემ გაბალის რეგიონში საგანგებო სიტუაციების ბაზა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვთან და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს ელჩინ გულიევთან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.