ზაქარეიშვილის განცხადებით, სოზარ სუბარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილება
სოზარ სუბარის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვთვლით, რომ სოზარ სუბარი საკმაოდ კარგად მართავს სიტუაციას. დღეს რომ არის მეტნაკლებად მოწესრიგებული სისტემა ციხეში, ბუნტები და პირის ამოკერვები არ არის, ეს არის მისი დამსახურება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მაღალი პრემიების ხარჯზე”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისივე აზრით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით მორალური პასუხიმგებლობის საკითხი დგას. “მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიებზე იყო საუბარი და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე საჭიროა მეტი კორექტირება. ამაზე ბევრი კითხვები ისმის. მე მგონია, რომ აქ არის გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, დეპარტამენტში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, სახელმწიფოს მინისტრის თქმით, ეს თავად სოზარ სუბარის გადასაწყვეტია.