მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მწერალ მამუკა ხერხეულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა, პაციენტი პალატაშია გადაყვანილი და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაეწერება ხერხეულიძე.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის გადაყვანილია პალატაში და მას მკურნალობა უგრძელდება. ჯერჯერობით უყცნობია როდისთვის გაეწერება პაციენტი“, – განაცხადა ნატა ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.