ხვალ, რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ხაჯიმბას გვერდზე გავრცელდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული “ოფიციალური ვიზიტის” ფარგლებში მოსკოვში „მხარეები“ თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
ე.წ. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში სხვა „ოფიციალურ პირებთან“ ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულიაც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები