თეა წულუკიანი: ანგელა მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს აფასებს.
მინისტრის თქმით, სწორედ გერმანიის მხადაჭერით შეძლო საქართველომ სასურველი შედეგის მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკულების და უვიზო რეჟიმის თემებზე.
„ჩვენ სწორედ გერმანიის და ანგელა მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში, მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და მისი წარმატებით იმპლემენტაცია მიმდინარეობს, ამიტომ ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპული გზაზე წარმატებული“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი საქართველოს დღეს ეწევევა. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები