წულუკიანი გოგაშვილზე: “იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს “ქართული ოცნების” გუნდის გაძლიერებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
როგორც მინისტრი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით მიიღო.
„მიზეზები ჩემთვის უცნობია, მე ვიცი რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თავის თანამდებობა.
“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს “ქართული ოცნების” გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში პირველივე დღიდანვე,“-აცხადებს წულუკიანი.
სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.