რაკეტა ,,პროტონ-მ“ გაშვების შემდეგ ჩამოვარდა
რაკეტამ სტარტი მოსკოვის დროით 01:42 წუთზე აიღო. ავარია აფრენიდან 542 წამზე მოხდა, დაახლოებით 40 წამის შემდეგ, რაც მას თანამგზავრული ბლოკი ,,ბრიზ-მ“ მოწყდა. რაკეტა ატმოსფეროს მკვრივ ფენაში დაიწვა, მისი წვრილი ფრაგმენტები დედამიწაზე, სავარუდოდ, ალტაის მხარეში და წყნარი ოკეანის აკვატორიაში ჩამოცვივდა.
ჯერჯერობით ცნობები მსხვერპლის, ან რაიმე ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა. ფედერალური კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, არ არის გამორიცხული რაკეტა ორბიტაზე დარჩა, რადგან ძრავის საავარო გამორთვის შემდეგ შესაძლოა, იგი არც ჩამოვარდნილიყო. შხამი კი, რომელსაც რაკეტის საწვავი შეიცავს, დიდი ალბათობით ატმოსფეროს ზედა ფენებში აალდა. „იტარ-ტასის“ ცნობით, ბაიკანურის კოსმოდრომზე ავარიის მიზეზი მესამე საჭის გაუმართაობა გახდა, თუმცა, როსკოსმოსის გენერალური დირექტორის ოლეგ ოსტაპენკოს თქმით, ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია.
ბაიკანურზე ყველა სამომავლო გაშვება გადაიდო, უახლოეს პერიოდში ეს 15 ივლისს უნდა განხორციელებულიყო. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში კოსმოსური აპარატის რამდენიმე წარუმატებელი გაფრენა განხორციელდა. 2012 წლის აგვისტოში რაკეტა ,,პროტონ-მ“-ის ავარია მოუხდა. შემდეგ წელს კი 3 საფრენ აპარატს მოუხდა ავარია.