ლევან იზორია გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს. თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაური ევროპასა და აფრიკის მიმართულებაზე, გენერალ-მაიორი რასელ სანბორნი და აშშ-ის მე-7 სასწავლო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტოფერ ლანევე უმასპინძლებენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველო თავდაცვის მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მედროშეთა კოლოფიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები