იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “კვირას” სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს. გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები