პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს.
„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან ბაირამს, დღესასწაულს, რომელიც ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება.
გილოცავთ თანადგომის, სიკეთისა და ქველმოქმედების დღესასწაულს.
ვუერთდები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილის -საქართველოს მუსლიმი თემის ამ ზეიმს და ვუსურვებ მათ წარმატებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები