ინფორმაციას, რომ თითქოს რუსულმა მხარემ დიკლოს მიმართულებით საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია, შსს-ში არ ადასტურებენ

მედიასაშუალებებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

 როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები