საქართველოს პატრიარქმა თურქეთის ხელისუფლებას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯიფ ტაიპ ერდოღანს , თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულისა და თურქეთის რელიგიის მინისტრს, მეჰმეთ გიორმეზისს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“თქვენთან ერთად დიდად ვწუხვართ 14 მაისს თურქეთში, ქ. სომას მაღაროში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ბევრიც დაშავდა. მძიმეა ეს განსაცდელი, განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახებისა და ახლობლებისათვის. გთხოვთ, მათ გადასცეთ ჩვენი თანადგომაც. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დაიცვას მსგავსი განსაცდელისაგან და მოგვანიჭოს მშვიდობა”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 282 ადამიანია გარდაცვლილი, ნანგრევებში 200-მდე ადამიანია მოყოლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები