21 აგვისტოდან ტაქსის მძღოლებს ნებართვის მიღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი ნებართვის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.
“ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული და დარეგისტრირდნენ ადამიანები. სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სახლთან და 21 აგვისტოდან მსურველებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ. როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ. როგორც იცით, ჩვენ ნებართვის აღების მარტივი ფორმა შევიმუშავეთ, რომლის მიღებაც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი”,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს იუსტიციის სახლის და სპეციალური ვებგვერდის გარდა, 10-ვე რაიონულ გამგეობაში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები