სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე ცესკოს დღეს მიმართავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე დღეს მიმართავს.
ზურაბიშვილი ცესკოს შესაბამის განცხადებას 15:00 საათზე წარუდგენს. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. მან კანდიდატურა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილს არჩევნებში მხარდაჭერას „ქართული ოცნება“ გამოუცხადებდა, თუმცა მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, არ დაუკონკრეტებია, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ნაწილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები