სააპელაციო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის საჩივარი დასაშვებად არ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის საჩივარი დასაშვებად არ ცნო. ამის შესახებ „კვირას“ ნამორაძის ადვოკატმა ლილიკო გელაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი ლილიკო გელაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში 7 მაისს გაასაჩივრა. როგორც ადვოკატმა „კვირას“ განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც მოწმეებზე ზეწოლის და არც მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ნოშრევან ნამორაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. გირაოს თანხად კი ათი ათას ლარს ასახელებდა.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები