ბუქარესტში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ბუქარესტში, 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა რუსული აგრესიის ამსახველი ფოტოალბომის ექსპონატები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ რუმინეთის საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუმინელი სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ბუქარესტის ცენტრში, უნივერსიტეტის მოედანზე, გამოფენა მოეწყო“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები