შალვა ფიფია ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მინდაუგას კუკლიერიუსი ხელმძღვანელობს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სასტუმრო „ბეტსიში“ სემინარი გაიმართა, სადაც ლიტველმა კოლეგებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის ექსტენციის ცენტრებისთვის შექმნილი სპეციალური, თანამედროვე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს და ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები