კახა კალაძე ლალი მოროშკინას მიწოდებულ ინფორმაციას სოზარ სუბარს გადასცემს
ვიცე – პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ მას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც ის სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს სოზარ სუბარს გადასცემს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ქალბატონმა ლალიმ რაღაც თემებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია მომაწოდა. ამ ინფორმაციას მე ბატონ სოზარ სუბარს მივაწვდი და ის ალბათ დაინტერესდება ამით. სასჯელაღსრულებას ჰყავს მინისტრი და ის იზრუნებს ამ თემებზე”, – განაცხადა კალაძემ. ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ “ზონდერებით” გაივსო. მისივე ინფორმაციით, სამინისტროში არაადეკვატური პრემიები გაიცემა, სოზარ სუბარი კი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს. მოროშკინა პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს.