მამუკა მდინარაძე: ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფმა უპირატესობა მოიპოვოს

„ჩვენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის” გამარჯვებას ვერ დაუშვებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები, ჩვენ ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს, ამიტომ ჩვენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურ განცხადებას შეიტანს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე გამოუცხადებს თუ არა მხარდაჭერას „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერს.
„ქართულ ოცნებას“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები