“სინამდვილეში, “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში” – იონათამიშვილი
“სინამდვილეში, “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – “იმედისა” და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება.
“ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება.
თავდასცმა თავისუფალ ქართულ მედიაზე, თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს.
უსამშობლოებს კი ვინც აქ ბუჩქებს აფარებენ თავს და ამომრჩევლებს ემალებიან, სამაგიეროდ უცხო ქვეყნებში საკუთარი ქვეყნის დასმენით გონიათ რამეს მიაღწევენ, ბევრჯერ გაეცათ საკადრისი პასუხი და კიდევ გაეცემათ, რაც უფრო მტკივნეული იქნება მათთვის”, – წერს იონათამიშვილი.