ირაკლი ხელაძე: დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანია – არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება!

“დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ხელაძე გამოხატავს მხარდაჭერას ორივე ტელევიზიის მიმართ და აცხადებს, რომ არაფრისმომცემი სანქციებისა და რეზოლუციების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილება. სანქციებზე გაცილებით დიდი ფასი აქვს ობიექტურობას. არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!
ჩემი მხარდაჭერა ორივე ტელევიზიას დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ფრაგმენტული გადაწყვეტილების მიღმა ნათლად ხედავს მთლიან სურათს, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს დასუსტებაა.
საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ირაკლი ხელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები